აგვისტო 25, 2026
სიახლეები

სომხეთში სამდღიანი ვიზიტით საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იმყოფება

  • ივლისი 22, 2026
  • 0

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა აშოტ ზაქარიანმა სამხედრო პოლიციაში მიიღო დელეგაცია საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, გენერალ-მაიორ შალვა შენგელიას ხელმძღვანელობით, რომელიც სომხეთში სამდღიანი

სომხეთში სამდღიანი ვიზიტით საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იმყოფება

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა აშოტ ზაქარიანმა სამხედრო პოლიციაში მიიღო დელეგაცია საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, გნერალ-მაიორ შალვა შენგელიას ხელმძღვანელობით, რომელიც სომხეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება – სამხედრო პოლიციის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

როგორც „არმენპრესი“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრისას, გასული წლის ოქტომბერში მიღწეული შეთანხმებების დადასტურებით, მხარეებმა წარადგინეს თავიანთი დანაყოფების სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის თავისებურებები, განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობები.

შემდეგ დელეგაციის წევრებმა სამხედრო პოლიციის ტერიტორია დაათვალიერეს. დასასრულს კი „ნაძვების ხეივანში“ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებმა ერთობლივად დარგეს ნაძვი, როგორც სომხეთისა და საქართველოს სამხედრო პოლიციებს შორის უწყვეტი თანამშრომლობისა და მეგობრობის სიმბოლო.