აგვისტო 24, 2026
სიახლეები

აზერბაიჯანის ისმაილის რაიონში Opel-ისა და მოტოციკლის შეჯახებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • ივლისი 19, 2026
  • 0

აზერბაიჯანის ისმაილის რაიონში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც Report-ი იუწყება, Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი

აზერბაიჯანის ისმაილის რაიონში Opel-ისა და მოტოციკლის შეჯახებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის ისმაილის რაიონში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

როგორც Report-ი იუწყება, Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის არიან მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი და მოტოციკლის მძღოლი.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე, ისმაილის რაიონის სოფელ ტოფჩუში, მობილიზებული იყვნენ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის ისმაილის რაიონული სახანძრო-სამაშველო ნაწილის მეხანძრე-მაშველები.

როგორც Report-ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განუცხადეს, მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ავარიის შედეგად ძლიერ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებიდან სამი დაღუპულიდან ერთ-ერთის ცხედარი ამოიყვანეს.