ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანი და იტალია საქონელბრუნვის 10 მილიარდ ევრომდე გაზრდას გეგმავენ

  • ოქტომბერი 22, 2026
  • 0

იტალია და აზერბაიჯანი გეგმავენ, რომ 10 მილიარდ ევრომდე  გაზარდონ ორმხრივი საქონელბრუნვა, რომელმაც 2025 წელს 8 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის მიღწევა ინვესტიციების გაფართოების, ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და სავაჭრო კავშირების დივერსიფიკაციის

აზერბაიჯანი და იტალია საქონელბრუნვის 10 მილიარდ ევრომდე გაზრდას გეგმავენ

იტალია და აზერბაიჯანი გეგმავენ, რომ 10 მილიარდ ევრომდე  გაზარდონ ორმხრივი საქონელბრუნვა, რომელმაც 2025 წელს 8 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის მიღწევა ინვესტიციების გაფართოების, ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და სავაჭრო კავშირების დივერსიფიკაციის გზით იგეგმება.

როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია იტალიის საწარმოთა და წარმოების სამინისტროს (MIMIT) განცხადებაში, რომელიც უწყების ხელმძღვანელის, ადოლფო ურსოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის, მიქაილ ჯაბაროვის შეხვედრის შედეგებს ეხება.

მოლაპარაკებები რომში გაიმართა. აზერბაიჯანის დელეგაციის იტალიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

მხარეებმა განიხილეს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები, ტექნოლოგიური პარტნიორობა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის სფეროში თანამშრომლობა, ინოვაციები და სტრატეგიული მიწოდების ჯაჭვების განვითარება.

„იტალიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობაში ახალი სტრატეგიული ეტაპი იწყება“, — განაცხადა ა. ურსომ.

აზდრბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იტალია აზერბაიჯანული ექსპორტისთვის უმსხვილესი ბაზარია და აზერბაიჯანში საქონლის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. 2025 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 8 მილიარდ ევროს მიაღწია, რასაც  ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობამ შეუწყო ხელი.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც Confindustria-ს პრეზიდენტის, ემანუელე ორსინის ინიციატივით მოეწყო, აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრები გამართა იტალიური კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ენერგეტიკის, სამრეწველო ინჟინერიის, ციფრული ტექნოლოგიებისა და მასალების გადამუშავების სფეროებში საქმიანობენ.

კონტაქტები შედგა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Eni, Snam, Saipem, Ansaldo Energia, Danieli, Aruba, TIM, Circular Materials, Italpreziosi და TCA.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის სამრეწველო პარტნიორობის გაძლიერებას, ვაჭრობის დივერსიფიკაციას და ინვესტიციებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ტრადიციული ენერგეტიკული თანამშრომლობის გარდა.