აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

  • ივლისი 19, 2026
  • 0

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რობერტ აბისოღომონიანი შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში მოადგილეს, ჟან-პიერ ლაკრუას.„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე განიხილეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რობერტ აბისოღომონიანი შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში მოადგილეს, ჟან-პიერ ლაკრუას.„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და გაეროს შორის სამშვიდობო და მშვიდობის დამყარების სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი შეეხო გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში სომხეთის მონაწილეობას, ასევე გაიმართა აზრთა გაცვლა საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზე.სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს წარუდგინა სოხმეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.