ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის — ნიკოლ ფაშინიანი

  • ოქტომბერი 22, 2026
  • 0

TRIPP-ის პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი სიუნიქის ოლქში ჩავიდა, რათა ადგილზე შეესწავლა სარკინიგზო, საავტომობილო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტირებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც „არმენპრესი“

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის — ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი სიუნიქის ოლქში ჩავიდა, რათა ადგილზე შეესწავლა სარკინიგზო, საავტომობილო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტირებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე განაცხადა და ხაზი გაუსვა რეგიონული კომუნიკაციების რაც შეიძლება სწრაფად გახსნის აუცილებლობას სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გასაზრდელად.

„ჩვენი ეკონომიკური მდგრადობის ამაღლების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული კომუნიკაციების გახსნა რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ასევე შეახსენა დამსწრეებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში დაიწყო სომხეთსა და აშშ-ს შორის TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირების პროცესი.

სიუნიქში ვიზიტის შედეგების წარდგენისას მჰერ გრიგორიანმა განაცხადა, რომ ადგილზე კვლევები ჩატარდა საპროექტო სამუშაოების დაწყების ორგანიზების მიზნით.

ამ ეტაპზე სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამ ობიექტს ეხება: რკინიგზას, საავტომობილო მაგისტრალსა და ელექტროგადამცემ ხაზებს.

ვიცე-პრემიერის თქმით, რკინიგზის გაყვანის საკითხი ნათელია და ვიზიტის ფარგლებში საჭირო იყო ადგილზე არსებული ნაგებობების მდგომარეობის ხელახლა შესწავლა. რაც შეეხება საავტომობილო მაგისტრალს, მის მარშრუტზე არის რთულად გასავლელი მონაკვეთები და საბოლოო საპროექტო გადაწყვეტილებებმა გზის კონკურენტუნარიანობა უნდა უზრუნველყოს.

„საქმე ეხება ტრანზიტს. სატრანზიტო გზა კონკურენტუნარიანი იქნება, ხოლო ჩვენი დანახარჯები ეფექტიანი — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ექსპლუატაცია რეგიონულ დონეზე უპირატესობას მოგვცემს“, — აღნიშნა სომხეთის ვიცე-პრემიერმა.

ასევე დასამუშავებელია ელექტროგადამცემ ხაზებთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა გადაწყვეტის ვარიანტებიც მოდელირებული იქნება.

გრიგორიანმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპროექტო სამუშაოების დაწყება TRIPP-ის დეველოპერული კომპანიის ჩამოყალიბების დასრულების მოლოდინის გარეშე. მისი თქმით, შესრულებული სამუშაოები მოგვიანებით კომპანიას გადაეცემა, როდესაც ის ჩამოყალიბდება და საქმიანობას დაიწყებს.

„დრო რომ არ დავკარგოთ, მიგვაჩნია, რომ სწორია საპროექტო სამუშაოების დაწყება უკვე დღეს“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა და დაამატა, რომ უახლოეს პერიოდში განსახილველად უფრო კონკრეტული ესკიზები იქნება წარმოდგენილი, რის შემდეგაც უშუალოდ საპროექტო სამუშაოები დაიწყება.