აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ნიკოლ ფაშინიანსა და ფრიდრიხ მერცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

  • ივლისი 22, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ ფრიდრიხ მერცთან. ამის შესახებ, სააგენტო Armenpress-ის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განაცხადა.

მხარეებმა რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს და მათ შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

საუბრისას ასევე შეეხნენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილური და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ნიკოლ ფაშინიანმა და ფრიდრიხ მერცმა ასევე განიხილეს სომხეთსა და გერმანიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარების პერსპექტივები, ასევე სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხები.