აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა სომხეთსა და მონღოლეთს შორის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებების რატიფიკაცია

  • ივლისი 23, 2026
  • 0

23 ივლისს გამართულ სხდომაზე სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა პროტოკოლის რატიფიკაცია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას სომხეთსა და მონღოლეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლების შესახებ.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, აღნიშნული საკითხი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის საკითხთა პაკეტში იყო შეტანილი.

პროტოკოლს ხელი მოეწერა 2025 წლის 24 სექტემბერს და ის ითვალისწინებს ცვლილებებს იმ შეთანხმებაში, რომელიც 2018 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა. მთავრობამ გადაწყვიტა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა პროტოკოლით გათვალისწინებული ვალდებულებები კონსტიტუციას.

საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი წარედგინება ეროვნულ ასამბლეას. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მნაცაკან საფარიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის წარმომადგენლად დაინიშნა.