აგვისტო 24, 2026
პოლიტიკა უცხოეთი

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური ოპერაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა — Axios

  • ივლისი 23, 2026
  • 0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას და არ გამორიცხავს, რომ დარტყმები უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ ფარგლებში განხორციელებული

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური ოპერაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა — Axios

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას და არ გამორიცხავს, რომ დარტყმები უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ ფარგლებში განხორციელებული იერიშები.

ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„მე განვიხილავ მასშტაბური ოპერაციის შესაძლებლობას. უფრო დიდის, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს ვარ. ჩვენ ყველანი მზად ვართ ამისთვის“, — განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ისრაელი „ორ წუთში შეუერთდება, თუ ამას სთხოვს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანელებს „მოლაპარაკებების წარმოება სურთ“, თუმცა ამ ეტაპზე ისინი შეთანხმებისთვის მზად არ არიან.