ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

  • ოქტომბერი 19, 2026
  • 0

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წარდგინების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, თავდაცვის სამინისტროში ახალი დანიშვნების შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წარდგინების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, თავდაცვის სამინისტროში ახალი დანიშვნების შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებების თანახმად, ტარონ ეღიაზარიანი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად დაინიშნა, ნორაირ მკრტჩიანი კი — შეიარაღებული ძალების მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად.