აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები დააწესა

  • ივლისი 24, 2026
  • 0

რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტზე ახალი შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ უწყების განცხადებაზე დაყრდნობით „არმენპრესი“ იუწყება. განცხადების თანახმად, 14-21 ივლისს როსსელხოზნადზორის

რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები დააწესა

რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტზე ახალი შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ უწყების განცხადებაზე დაყრდნობით „არმენპრესი“ იუწყება.

განცხადების თანახმად, 14-21 ივლისს როსსელხოზნადზორის სპეციალისტებმა შეამოწმეს სომხეთის რძის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც მანამდე რუსეთის ბაზარზე პროდუქციას სომხეთის ვეტერინარული სამსახურის გარანტიით აწვდიდნენ.

უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგებმა დაადასტურა ისეთი დარღვევები, რომლებიც 2023-2024 წლებში ჩატარებული შემოწმებების დროსაც იყო გამოვლენილი.

როსსელხოზნადზორის განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციის წარმოებაში გამოიყენებოდა ინფიცირებული ცხოველებისგან მიღებული რძე.

„დღეისათვის სომხეთში არ არის შექმნილი სისტემა, რომელიც რძისა და სხვა რძის პროდუქტების წარმოებისთვის გამოყენებული ნედლეულის წარმოშობასა და უსაფრთხოებას დაადასტურებს. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, როსსელხოზნადზორმა მიიღო ზომები რუსეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში ინფექციების შეღწევის თავიდან ასაცილებლად“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.