აზერბაიჯანის ჯაბრაილის რაიონის სოფელ ჰასანლიში 47 წლის მამაკაცი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაშავდა.
როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და განაღმვის სააგენტოს (ANAMA) ერთობლივ განცხადებაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჯაბრაილის რაიონის სოფელ გუმლაგის მკვიდრი, ელშან ბახლულ ოღლუ შამილოვი (დაბ. 1979 წ.) ტრაქტორით მიწის ხვნისას ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან ჯერ კიდევ არ იყო გაწმენდილი. აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა.
ფაქტზე რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ANAMA, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან ნაღმებთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, ყურადღებით მოეკიდონ ნაღმების საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელ ნიშნებს, არ შეეხონ საეჭვო ნივთებს და არ შევიდნენ უცნობ ან პოტენციურად სახიფათო ტერიტორიებზე.