ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მარტინ რაიანი შეიწყალა

  • სექტემბერი 23, 2026
  • 0

როგორც Report იუწყება, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რიგი მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ განკარგულება გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერტი შეწყალებული, საფრანგეთის მოქალაქე რაიან მარტინ რიჩარდს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მარტინ რაიანი შეიწყალა

როგორც Report იუწყება, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რიგი მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ განკარგულება გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერტი შეწყალებული, საფრანგეთის მოქალაქე რაიან მარტინ რიჩარდს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2026 წლის 16 მარტის განაჩენით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ბრალდების დასკვნის თანახმად, მარტინ რაიანი ჯაშუშურ საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით ახორციელებდა: აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წარმოებული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; 2020 წლის 44-დღიანი სამამულო ომის პერიოდში აზერბაიჯანის არმიის დაკომპლექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურში მყოფი ან თადარიგში დათხოვნილი პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რომელთა თანამშრომლობაში ჩართვაც შესაძლებელი იყო; საზღვარგარეთ ფრანგულ ენაზე განათლების მიღებული პირების, აზერბაიჯანში მოქმედი უცხოელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; ფრანგული სპეცსამსახურის დავალებით აზერბაიჯანიდან სხვა ქვეყნებში ფარული ფულადი გადარიცხვების ორგანიზების შესაძლებლობების შესწავლა; აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთს, ალჟირს, თურქეთს, პაკისტანს, ირანს, ჩინეთს, სომალის, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებისა და კავშირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; სამხედრო თანამშრომლობის გეგმების, ასევე აზერბაიჯანში იმპორტირებული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SGB) 2023 წლის 4 დეკემბერს დააკავა. კომპანია Merkorama-ს გენერალურ დირექტორ მარტინ რაიანს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს. ბრალდების თანახმად, მარტინ რაიანს აგენტ-ჯაშუშად იყენებდნენ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის (DGSE) თანამშრომლები, რომლებმაც იგი საიდუმლო თანამშრომლობაში ჩართეს და რომლებიც შემდგომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ და ბაქოდან გააძევეს.

სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეზე მარტინ რაიანს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა), ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქე აზად მამედლის — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (სახელმწიფო ღალატი) წარედგინა ბრალი.