ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეული დაიწყო

  • სექტემბერი 22, 2026
  • 0

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეული დაიწყო. 22-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, გაეროს წევრი სახელმწიფოების მეთაურები და მთავრობების ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სახელმწიფოების

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეული დაიწყო

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეული დაიწყო.

22-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, გაეროს წევრი სახელმწიფოების მეთაურები და მთავრობების ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სახელმწიფოების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გლობალური დღის წესრიგის ძირითად საკითხებს განიხილავენ.

ყურადღების ცენტრში იქნება ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და ღაზის სექტორში, ომი უკრაინაში, გლობალური უსაფრთხოება, კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, განვითარება და საერთაშორისო სისტემის პრობლემები.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის ინფორმაციით, მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობას 71 სახელმწიფოს მეთაური, 45 მთავრობის ხელმძღვანელი, 50 მინისტრი, 11 ვიცე-პრეზიდენტი და ერთი მემკვიდრე პრინცი მიიღებს.

მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაეროს შტაბ-ბინაში დაახლოებით 166 ღონისძიებაა დაგეგმილი, ხოლო წევრმა სახელმწიფოებმა ორმხრივი შეხვედრების გამართვის 1 553 განაცხადი წარადგინეს.

მაღალი დონის კვირეული გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის თავმჯდომარის, ხალილურ რაჰმანის გამოსვლებით დაიწყო.