აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანში 7 თვის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან 187 მილიონი მანათის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს

  • აგვისტო 17, 2026
  • 0

აზერბაიჯანში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია 6 ტონა 223 კგ და 519,057 გრამი ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელთა ღირებულებამ 187 მილიონ 200 ათასი მანათი შეადგინა. ამის

აზერბაიჯანში 7 თვის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან 187 მილიონი მანათის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს

აზერბაიჯანში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია 6 ტონა 223 კგ და 519,057 გრამი ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელთა ღირებულებამ 187 მილიონ 200 ათასი მანათი შეადგინა.

ამის შესახებ Report-ს ნარკომანიისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფში განუცხადეს.

2025 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოცულობა 13 კგ-ითა და 395,167 გრამით, ანუ 9,7%-ით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 4 963 დანაშაული გამოვლინდა. მათგან 1 250 ფაქტი ნარკოტიკების უკანონო გასაღებას, 3 613 — მათ უკანონო შეძენასა და შენახვას, 97 — ნარკოტიკული მცენარეების უკანონო დათესვასა და მოყვანას, ხოლო კიდევ 3 — ამ კატეგორიის სხვა დანაშაულებს უკავშირდება.

გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია 6 ტონა 223 კგ და 519,057 გრამი ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. მათ შორის იყო 5 ტონა 307 კგ და 260,329 გრამი მარიხუანა, 257 კგ და 073,146 გრამი ჰეროინი, 124 კგ და 912,418 გრამი ოპიუმი, 247 კგ და 630,147 გრამი ჰაშიში, 125 კგ და 541,94 გრამი სხვა ნარკოტიკული საშუალებები და 161 კგ და 101,077 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები.

გარდა ამისა, აღმოჩენილი და ამოღებულია 34 983 ტაბლეტი მეტადონი, 12 715 ძირი კანაფი, ფსიქოტროპული ნივთიერებების 29 ტაბლეტი, 4,5 გრამი და 276 ერთეული ძლიერმოქმედი ნივთიერებები, ასევე 970,1 გრამი მომწამვლელი ნივთიერებები.

საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, 1 167,2 ჰექტარ ფართობზე გამოვლენილი და განადგურებულია 3 960 601 ველურად მზარდი ნარკოტიკული მცენარე, რომელთა საერთო მასამ 327 ტონა და 716 კილოგრამი შეადგინა.