აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ჯარში კრიმინალურ სუბკულტურასთან სისტემური ბრძოლა მიმდინარეობს — სომხეთის თავდაცვის მინისტრი

  • აგვისტო 17, 2026
  • 0

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ ჯარში კრიმინალურ სუბკულტურასთან სისტემური ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც Armenpress-ი იუწყება, პაპიკიანმა ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. „სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური

ჯარში კრიმინალურ სუბკულტურასთან სისტემური ბრძოლა მიმდინარეობს — სომხეთის თავდაცვის მინისტრი

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ ჯარში კრიმინალურ სუბკულტურასთან სისტემური ბრძოლა მიმდინარეობს.

როგორც Armenpress-ი იუწყება, პაპიკიანმა ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

„სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული დანაყოფებიდან ჩამოყალიბებული ოფიცერთა ჯგუფები, ჩემი ბრძანების საფუძველზე, მივლინებული იქნებიან მორიგე სამხედრო ნაწილებში, რათა ადგილზე მომსახურე ოფიცრებს მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ასევე ჯარში სამსახურის ორგანიზება უზრუნველყონ“, — წერს პაპიკიანი.