აგვისტო 24, 2026
საზოგადოება უცხოეთი

ინდოეთის თავდაცვის მდივანი რაჯეშ სინგჰი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება — მოლაპარაკებები თანამშრომლობის ახალ სფეროებზეა ორიენტირებული

  • აგვისტო 17, 2026
  • 0

ინდოეთის თავდაცვის მდივანი რაჯეშ კუმარ სინგჰი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება, რომელიც ინდოეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტის უმსხვილესი მიმართულებაა.    ოფიციალური დელი სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებების

ინდოეთის თავდაცვის მდივანი რაჯეშ სინგჰი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება — მოლაპარაკებები თანამშრომლობის ახალ სფეროებზეა ორიენტირებული

ინდოეთის თავდაცვის მდივანი რაჯეშ კუმარ სინგჰი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება, რომელიც ინდოეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტის უმსხვილესი მიმართულებაა.    ოფიციალური დელი სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებების შესწავლას გეგმავს.

სინგჰი ორშაბათს სომხეთის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების ახალი გზები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო მზადყოფნა, გააღრმავონ და ახალ დონეზე აიყვანონ ინდოეთ-სომხეთის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა, — ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.