ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas (KMG) 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის გავლით ნედლი ნავთობის ექსპორტის 31%-ით გაზრდას გეგმავს 2025 წელთან შედარებით და ის 1.7 მილიონ მეტრულ ტონას შეადგენს, იუწყება „ინტერფაქსი“.
2026 წლის პირველ ნახევარში ყაზახეთმა აქტაუს პორტის გავლით 704 ათასი ტონა ნედლი ნავთობი გაგზავნა, რომლის შემდგომი ტრანსპორტირება BTC ნავთობსადენის გავლით განხორციელდა.
1 768 კილომეტრი სიგრძის BTC ნავთობსადენის წლიური გამტარუნარიანობა 50 მილიონ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს შეადგენს.
ნავთობსადენის აქციონერებს შორის არიან SOCAR, BP, MOL, TPAO, Eni, TotalEnergies, Itochu, ONGC Videsh, ExxonMobil და INPEX.