სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სევანის ტბის სანაპიროზე გამართული ახალგაზრდული საზაფხულო მუსიკალური ფესტივალის Varchafest 2026-ის ფარგლებში მოწყობილი სხვადასხვა სტენდი და პავილიონი დაათვალიერა.
მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი ახლდა.
ფაშინიანმა ვიზიტის ამსახველი ვიდეო Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
სევანის ტბის სანაპიროზე, Sevan Festival City-ში მიმდინარე მუსიკალური კონკურს-ფესტივალის Varchafest 2026-ის ფარგლებში, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ.
ფესტივალის მიზანია ახალგაზრდა მუსიკალური ჯგუფების აღმოჩენა და მხარდაჭერა, ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაცია და ყოველწლიური კულტურული ტრადიციის დამკვიდრება, რომელიც სომხეთის მუსიკალურ სცენას გააცოცხლებს და განავითარებს.
სახელწოდება „Varchafest“ აერთიანებს სომხურ სიტყვას „varchapet“, რაც „პრემიერ-მინისტრს“ ნიშნავს, და სიტყვას „fest“. სახელწოდება ასევე უკავშირდება პრემიერ-მინისტრის მუსიკალურ ჯგუფს Varchaband-ს, რომელშიც ფაშინიანი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს.