ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

უკრაინელი ბავშვების მორიგი ჯგუფი აზერბაიჯანში რეაბილიტაციის გასავლელად ჩავიდა

  • ოქტომბერი 12, 2026
  • 0

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, უკრაინიდან აზერბაიჯანში კიდევ 30 ბავშვი ჩავიდა. როგორც Report-ი იუწყება, პროგრამის ფარგლებში ბავშვებისთვის სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფაა გათვალისწინებული. პროგრამა სააგენტოს გაბალის

უკრაინელი ბავშვების მორიგი ჯგუფი აზერბაიჯანში რეაბილიტაციის გასავლელად ჩავიდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, უკრაინიდან აზერბაიჯანში კიდევ 30 ბავშვი ჩავიდა.

როგორც Report-ი იუწყება, პროგრამის ფარგლებში ბავშვებისთვის სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფაა გათვალისწინებული. პროგრამა სააგენტოს გაბალის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კერძოდ, პროგრამის ფარგლებში გაიმართება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ჯგუფური თერაპიის სესიები, იოგისა და ცეკვის თერაპიის გაკვეთილები. ამასთან ერთად, ბავშვები ისარგებლებენ სამკურნალო მასაჟით, სამკურნალო აუზითა და აბაზანებით, არტთერაპიით და სხვა მომსახურებებით.

ასევე დაგეგმილია ექსკურსიები გაბალის, შექისა და შამახის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

აღსანიშნავია, რომ გასული პერიოდის განმავლობაში სააგენტომ უკრაინიდან 500-ზე მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურება გაუწია.