აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხელოვნური ინტელექტის Eleveight AI-ის ქარხანა მოინახულა

  • აგვისტო 1, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელოვნური ინტელექტის Eleveight AI-ის ქარხანა მოინახულა, რომელიც გეღარქუნიქის ოლქის დასახლებულ პუნქტ გაგარინში მდებარეობს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის პირველი ქარხანა სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხელოვნური ინტელექტის Eleveight AI-ის ქარხანა მოინახულა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელოვნური ინტელექტის Eleveight AI-ის ქარხანა მოინახულა, რომელიც გეღარქუნიქის ოლქის დასახლებულ პუნქტ გაგარინში მდებარეობს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის პირველი ქარხანა სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც NVIDIA Blackwell B300 ტექნოლოგიით მუშაობს.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ქარხნის ტერიტორია დაათვალიერა, გაეცნო მონაცემთა ცენტრის ტექნიკურ შესაძლებლობებს, გაფართოების მიმდინარე ეტაპსა და სამომავლო გეგმებს.

აღინიშნა, რომ პირველი ეტაპის საინვესტიციო პროგრამა 150 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 70 მილიონი დოლარი უკვე ინვესტირებულია. ხაზი გაესვა, რომ ინფრასტრუქტურა განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის მასშტაბური გამოთვლითი ამოცანების მომსახურებისთვის — ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლიდან დაწყებული, ბიზნეს-, სამეცნიერო და საინჟინრო აპლიკაციებით დამთავრებული.

პირველ ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 5 მგვტ-ს შეადგენს, რომლის 40 მგვტ-მდე გაზრდა გაფართოების მომდევნო ეტაპზე იგეგმება. ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ არსებული სიმძლავრე სრულად დაიჯავშნა, რაც სომხეთისა და საერთაშორისო ბაზრების მხრიდან არსებულ მოთხოვნას ასახავს.

2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის მთავრობისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სფეროში ინოვაციების მიმართულებით პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე გაიცა NVIDIA Blackwell B300 ტიპის გრაფიკული პროცესორების ექსპორტის ნებართვა.

1 ივნისს მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროსა და Eleveight AI-ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის განვითარებას, ინოვაციების ხელშეწყობას, შესაძლებლობების გაძლიერებასა და გამოყენებითი პროგრამების მხარდაჭერას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები.