აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

საქართველოში ონლაინ-კაზინოების ქსელის ხელმძღვანელი დააკავეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს

  • აგვისტო 19, 2026
  • 0

აზერბაიჯანის კიბერდანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაასრულეს ოპერაცია, რომლის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაკავებულები იყვნენ  ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ინტერნეტრესურსების საშუალებით საზღვარგარეთიდან მართული ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმების ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ

საქართველოში ონლაინ-კაზინოების ქსელის ხელმძღვანელი დააკავეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს

აზერბაიჯანის კიბერდანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაასრულეს ოპერაცია, რომლის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაკავებულები იყვნენ  ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ინტერნეტრესურსების საშუალებით საზღვარგარეთიდან მართული ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმების ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანაშაულებს ჩადიოდნენ.

ოპერაციის ფარგლებში, რომელიც კიბერპოლიციამ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივად ჩაატარა, დაკავებულ იქნა და აზერბაიჯანში გადაიყვანეს დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი ანარ ისლამ ოღლუ ალიევი, მეტსახელად „Anar007“. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული „Martin“ კაზინოსა და chc.play პლატფორმასთან დაკავშირებული სხვა სახელწოდებების გამოყენებით უკანონო აზარტული თამაშების ორგანიზების ბრალდებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალიევმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა და საზღვარგარეთ მის მიერ ორგანიზებულ უკანონო აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიქირავა. ეს პირები თბილისსა და სხვა ქალაქებში ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდნენ, სადაც ისინი ონლაინ-კაზინოებისა და აზარტული თამაშების საქმიანობას ორგანიზებას უწევდნენ.

ჯგუფის სხვა წევრები — აშრაფ ჰასანზადე, სეიმურ ნურულაევი, ეტიბარ სულთანოვი, რაშად რზაზადე, შარგინ ალიევი და ანარ სურაჯ ოღლუ ალიევი — ასევე დააკავეს და გამოძიების ფარგლებში შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, ეჭვმიტანილები მას აწვდიდნენ ადგილობრივ SIM-ბარათებს, საბანკო ბარათებსა და სხვა ტექნიკურ აღჭურვილობას, რომლებიც ონლაინ-კაზინოების მუშაობისთვის იყო საჭირო. ისინი ასევე ახორციელებდნენ ონლაინ-კაზინოებიდან მიღებული შემოსავლების განაღდებას, რის შემდეგაც თანხებს კრიპტოვალუტის სახით ალიევის კუთვნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოძრავი და უძრავი ქონების შეძენის გზითუ კანონოდ მიღებული თანხების ნაწილის გათეთრება ხდებოდა. დაკავებისას ჯგუფის წევრებს არაერთი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საბანკო ბარათი და სხვა ნივთი აღმოაჩნდათ, რომლებიც მტკიცებულებად არის ამოღებული.

ეჭვმიტანილებს ოფიციალურად წარედგინათ ბრალი და მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანარ ალიევსა და შარგინ ალიევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული სხვა პირების მიმართ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.