საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს, თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში, ასევე მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში, რაც ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობების მყარ საფუძველს წარმოადგენს“, — ნათქვამია ბოჭორიშვილის მისალოც წერილში, რომელსაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფაშინიანის ადმინისტრაციამ ახალი ვადით მუშაობა დაიწყო, მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრმა კი თანამდებობები შეინარჩუნა.