7 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაურეკა.
როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს.
სახელმწიფოს მეთაურმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა, უსურვა ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და ახალი წარმატებები სახელმწიფო საქმიანობაში.
რუსეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მილოცვისა და ყურადღებისთვის.
სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტმა აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების განვითარებით კმაყოფილება გამოთქვეს და გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.