აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

თურქეთში ტყის ხანძრები ლოკალიზებულია

  • აგვისტო 4, 2026
  • 0

თურქეთში მეხანძრეებმა ტყეებში არსებული ყველა აქტიური ხანძრის კონტროლი შეძლეს. ხანძრების გაჩენასთან დაკავშირებით 30-მდე ადამიანია ეჭვმიტანილი. დარჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრები კონტროლს დაექვემდებარა, განაცხადა ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის

თურქეთში ტყის ხანძრები ლოკალიზებულია

თურქეთში მეხანძრეებმა ტყეებში არსებული ყველა აქტიური ხანძრის კონტროლი შეძლეს. ხანძრების გაჩენასთან დაკავშირებით 30-მდე ადამიანია ეჭვმიტანილი.

დარჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრები კონტროლს დაექვემდებარა, განაცხადა ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაქლიმ.

„ჰაერიდან და ხმელეთიდან ეფექტიანი მოქმედებების შედეგად, აიდინის პროვინციის ჩინეს რაიონში, ბალიქესირის პროვინციის სუსურლუქის რაიონსა და იზმირის პროვინციის ბუჯას რაიონში ხანძრები სრულად კონტროლს დაექვემდებარა“, — განაცხადა იბრაჰიმ იუმაქლიმ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 29 ივლისიდან, ანუ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, თურქეთში სულ 314 ბუნებრივი ხანძარი გაჩნდა. ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იყო ავიაჯგუფი, რომელიც 28 თვითმფრინავის, 119 ვერტმფრენისა და 14 უპილოტო საფრენი აპარატისგან შედგებოდა. ადგილზე მეხანძრეები 5 ათასზე მეტ ერთეულ ტექნიკას იყენებდნენ.

იუსტიციის მინისტრის, აქინ გიურლექის განცხადებით, ივნისიდან მოყოლებული 16 პროვინციაში ხანძრების განზრახ გაჩენაში 29 ადამიანია ეჭვმიტანილი. მათგან ექვსი დააკავეს, კიდევ ცხრა ეჭვმიტანილის მიმართ კი სასამართლო კონტროლის ღონისძიებები იქნა გამოყენებული.