ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

ზულფია ნურიევა: ახალგაზრდებმა ეროვნული სამოსის ტრადიციები უნდა შეინარჩუნონ

  • ოქტომბერი 14, 2026
  • 0

ეროვნული სამოსის ტრადიციები თაობიდან თაობებს უნდა გადაეცემოდეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი გაერთიანების „სოციალურ-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა“ თავმჯდომარემ, ზულფია ნურიევამ, „კელაღაის მსვლელობის“ ფარგლებში Report-ს განუცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანის

ზულფია ნურიევა: ახალგაზრდებმა ეროვნული სამოსის ტრადიციები უნდა შეინარჩუნონ

ეროვნული სამოსის ტრადიციები თაობიდან თაობებს უნდა გადაეცემოდეს.

ამის შესახებ საზოგადოებრივი გაერთიანების „სოციალურ-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა“ თავმჯდომარემ, ზულფია ნურიევამ, „კელაღაის მსვლელობის“ ფარგლებში Report-ს განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ეროვნული სამოსის ტრადიციები — მათ შორის, კელაღაი, თავსაბურავები და ტრადიციული კოსტიუმები — ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

„ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ ეს ტრადიციები და მომავალ თაობებს გადასცენ. ჩვენი მსვლელობა ქალაქის ულამაზეს ადგილებში გაიმართება: იჩერი-შეჰერიდან დაიწყება და ქალწულის კოშკიდან შადრევნების მოედნამდე გაგრძელდება“, — აღნიშნა მან.

ნურიევამ ხაზი გაუსვა, რომ მსვლელობის დროს ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, აზერბაიჯანის ეროვნულ სამოსს გაეცნონ.