2026 წლის ივლისის ბოლოს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მასშტაბური ტყის ხანძრები გაჩნდა. ცეცხლი მოედო პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან მდებარე ტერიტორიებს, მათ შორის ანტალიას, ქემერს, ალანიას, ასევე მუღლას პროვინციას, სადაც მდებარეობს ისეთი ცნობილი კურორტები, როგორებიცაა ფეთჰიე, ბოდრუმი და მარმარისი.
უკიდურესი სიცხისა და დაბალი ტენიანობის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ასობით საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად რამდენიმე შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.
სტიქიამ 10-ზე მეტი პროვინცია მოიცვა, მათ შორის ანტალია და მუღლა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათასი მაშველი და მეხანძრე, ასევე ათასზე მეტი ერთეული სახმელეთო და საჰაერო სპეციალური ტექნიკა.