აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანის საინვესტიციო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა

  • აგვისტო 7, 2026
  • 0

აზერბაიჯანში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა. როგორც Report იუწყება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი

აზერბაიჯანის საინვესტიციო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა

აზერბაიჯანში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა.

როგორც Report იუწყება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულების თანახმად, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დაინიშნა, ხოლო ეკონომიკის მინისტრი თავმჯდომარის მოადგილე იქნება.

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან რამდენიმე მინისტრი, სახელმწიფო კომიტეტების თავმჯდომარეები, სახელმწიფო სამსახურების ხელმძღვანელები და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების ხელმძღვანელები.

კომიტეტი ზედამხედველობას გაუწევს აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ორგანიზებას, რომელიც მიმდინარე წლის 25-26 სექტემბერს გაიმართება. ასევე, კომიტეტი მოამზადებს ფორუმთან დაკავშირებულ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს, კოორდინაციას გაუწევს მათ განხორციელებას და გადაჭრის სხვა აუცილებელ საორგანიზაციო საკითხებს.

საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოს ფუნქციას ეკონომიკის სამინისტრო შეასრულებს.