აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს ურჩია, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე საფრანგეთში არ გაემგზავრონ. რეკომენდაცია ქვეყანაში ბოლო დღეებში არეულობის, ძალადობისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შემთხვევების გახშირებას უკავშირდება.
ამის შესახებ Report-ი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
საფრანგეთში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ, ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდებისა და ინფორმაციის ოფიციალური წყაროების რეგულარულად გადამოწმებისკენ მოუწოდებენ.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს:
მისამართი: 78, avenue d’Iéna, Paris 75116
ელექტრონული ფოსტა:
paris@mission.mfa.gov.az
office_paris@mission.mfa.gov.az
consul_paris@mission.mfa.gov.az
ტელეფონები:
+33 (0) 1 44 18 60 20
+33 (0) 1 44 18 60 23
ცხელი ხაზი (WhatsApp): +33 (6) 74740398