პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
როგორც Report იუწყება, სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, კომისიას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე დაინიშნა.
კომისიის შემადგენლობაში ასევე შევიდნენ:
– ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე;
– შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
– სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
– აზერბაიჯანის წყლის რესურსების სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
– აღსტაფის, ბალაკენის, გაჰის, გაზახის, სამუხის, ტოვუზისა და ზაქათალის რაიონების აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები;
– ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ქონებრივ საკითხთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე;
– თავდაცვის სამინისტროს მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი;
– იუსტიციის სამინისტროს მთავარი საკანონმდებლო სამმართველოს უფროსი;
– ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სააგენტოს თავმჯდომარე;
– ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ქონებრივ საკითხთა სახელმწიფო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის — „უძრავი ქონების სახელმწიფო კადასტრისა და რეესტრის“ — გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.