ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

თურქეთისა და საუდის არაბეთის ლიდერებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

  • ოქტომბერი 13, 2026
  • 0

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან, სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ კომუნიკაციების სამმართველოში განაცხადეს, მხარეებმა რეგიონში განვითარებული ბოლო

თურქეთისა და საუდის არაბეთის ლიდერებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან, სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ კომუნიკაციების სამმართველოში განაცხადეს, მხარეებმა რეგიონში განვითარებული ბოლო მოვლენები და საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმები განიხილეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მკაცრად გმობს ჰუსიტების თავდასხმებს საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. მან ასევე სამძიმარი გამოთქვა ადამიანების დაღუპვის გამო.

თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ანკარა ერ-რიადის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ საუდის არაბეთი შეძლებს არსებული სირთულეების დაძლევას.