ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სახელმწიფო სამსახურმა აზერბაიჯანის საინფორმაციო რესურსებზე კიბერშეტევის შესახებ განაცხადა

  • ოქტომბერი 14, 2026
  • 0

აზერბაიჯანის 100-ზე მეტი სახელმწიფო დომენი უცხოური ჰაკერული ჯგუფის მხრიდან კიბერშეტევის სამიზნე გახდა. როგორც Report-ი სპეციალურ კავშირსა და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, სახელმწიფო საინფორმაციო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ

სახელმწიფო სამსახურმა აზერბაიჯანის საინფორმაციო რესურსებზე კიბერშეტევის შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის 100-ზე მეტი სახელმწიფო დომენი უცხოური ჰაკერული ჯგუფის მხრიდან კიბერშეტევის სამიზნე გახდა.

როგორც Report-ი სპეციალურ კავშირსა და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, სახელმწიფო საინფორმაციო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მავნე აქტივობა 13 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათიდან დაფიქსირდა.

შეტევის შედეგად რიგი სახელმწიფო უწყებების ინტერნეტრესურსების მუშაობაში შეფერხებები წარმოიშვა.

„მიღებული ტექნიკური ზომების წყალობით, კიბერშეტევის შედეგების შეზღუდვა მოხერხდა და ვებგვერდების სტაბილური მუშაობა უზრუნველყოფილი იქნა. ამჟამად სახელმწიფო საინფორმაციო რესურსების კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ღონისძიებები გრძელდება“, — ნათქვამია სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.