ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი „როსატომის“ გენერალურ დირექტორს ალექსეი ლიხაჩოვს შეხვდა

  • სექტემბერი 29, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ გენერალური დირექტორის, ალექსეი ლიხაჩოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. როგორც „არმენპრესი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით იუწყება, მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც სომხეთის ატომური ელექტროსადგურის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი „როსატომის“ გენერალურ დირექტორს ალექსეი ლიხაჩოვს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ გენერალური დირექტორის, ალექსეი ლიხაჩოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. როგორც „არმენპრესი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით იუწყება, მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას, ასევე სომხეთში ახალი ენერგობლოკის მშენებლობასთან დაკავშირებით რუსეთის მხარის წინადადებებს ეხება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებისგან ახალი ენერგობლოკის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული წინადადებების განხილვას და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ, ფასის, ხარისხის, უსაფრთხოების, ვადებისა და გარანტიების საფუძველზე მოხდება.

ალექსეი ლიხაჩოვმა აღნიშნა, რომ მათ სომეხ პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის მოქმედი ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მიმართულებით.

შემდეგ „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა ახალი ატომური ელექტროსადგურის, ასევე მცირე და საშუალო სიმძლავრის ენერგობლოკების მშენებლობის შესახებ წინადადებებსა და შესაძლო მექანიზმებზე.