აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მიიღო.
როგორც Report იუწყება, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯანი ინფანტინოს მადლობა გადაუხადა მსოფლიოში ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერისთვის, მათ შორის ამ მიმართულებით აზერბაიჯანში სახელმწიფო დონეზე მიმდინარე საქმიანობის მხარდაჭერისთვის.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მომდევნო თვეში აზერბაიჯანში პირველად გასამართი 15 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისა და საფეხბურთო ფესტივალის (FIFA U-15), ასევე 2027 წელს დაგეგმილი 20 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის (FIFA U-20 World Cup) მოსამზადებელი სამუშაოები მაღალ დონეზე მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი მთლიანად რეგიონში ფეხბურთის განვითარებაში შეიტანს წვლილს.
ჯანი ინფანტინომ სახელმწიფოს მეთაურს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
აზერბაიჯანში 15 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისა და საფეხბურთო ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრისას, სტუმარმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიებები მსოფლიო სპორტული საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანში ფეხბურთის განვითარების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას, ასევე აღინიშნა ამ სფეროში ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები.
ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და ფიფას შორის წარმატებულ თანამშრომლობას და განიხილეს პარტნიორობის პერსპექტივები.
საუბრისას კმაყოფილებით აღინიშნა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის (AFFA) მიერ ფიფას საქმიანობისთვის გაწეული მხარდაჭერა.
ჯანი ინფანტინომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.