ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კომპანია Corporation America Airports-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარტინ ერნეკიანს შეხვდა

  • სექტემბერი 28, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომპანია Corporation America Airports-ის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ერნეკიანი მიიღო. მას თან ახლდნენ კომპანია Armenia International Airports-ის გენერალური დირექტორი მარსელო ვენდე და მთავარი მენეჯერი სერგეი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კომპანია Corporation America Airports-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარტინ ერნეკიანს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომპანია Corporation America Airports-ის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ერნეკიანი მიიღო. მას თან ახლდნენ კომპანია Armenia International Airports-ის გენერალური დირექტორი მარსელო ვენდე და მთავარი მენეჯერი სერგეი ავეტისიანი.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით Armenpress-ის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში კომპანიის საქმიანობას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და აღნიშნა, რომ მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარებითა და გაფართოებით.

მარტინ ერნეკიანმა პრემიერ-მინისტრს წარუდგინა სომხეთში კომპანია Corporation America-ს მიერ განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობა და მათი გაფართოების პერსპექტივები.

კერძოდ, განიხილეს კომპანიის საკონცესიო მართვაში მყოფი ერევნის ზვართნოცისა და გიუმრის შირაკის აეროპორტების განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე სხვა საინვესტიციო პროექტები.

ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს საავიაციო ბაზრისა და ტურისტული სექტორის განვითარებას, ასევე მგზავრთნაკადის, აეროპორტების გამტარუნარიანობისა და ხარისხიანი მომსახურების გაზრდას და სხვა მიმართულებების გაუმჯობესებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხების განხილვას მომავალშიც გააგრძელებენ.