აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ესტონეთი შემოდგომაზე აზერბაიჯანში საელჩოს გახსნის

  • აგვისტო 4, 2026
  • 0

ესტონეთის საელჩო აზერბაიჯანში, ბაქოში, 2026 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Report-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ელჩი ტიინა ნირკი ნამდვილად იმყოფება ბაქოში და ესტონეთის საელჩოს

ესტონეთი შემოდგომაზე აზერბაიჯანში საელჩოს გახსნის

ესტონეთის საელჩო აზერბაიჯანში, ბაქოში, 2026 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Report-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ელჩი ტიინა ნირკი ნამდვილად იმყოფება ბაქოში და ესტონეთის საელჩოს გახსნა შემოდგომაზე გაიმართება“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

2025 წლის ოქტომბერში, ბაქოში ვიზიტისას, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამა განაცხადა, რომ ესტონეთი 2026 წელს აზერბაიჯანში საელჩოს გახსნას გეგმავდა.

აქამდე აზერბაიჯანში აკრედიტებული ესტონეთის დიპლომატიური მისია თურქეთის ქალაქ ანკარიდან მოქმედებდა.