აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის მთავრობაში მინისტრების უმრავლესობამ თანამდებობები შეინარჩუნა

  • აგვისტო 3, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წარდგინებითა და პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის ბრძანებულებებით მინისტრები და ვიცე-პრემიერები დაინიშნენ. როგორც Armenpress იუწყება, ბრძანებულებები სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მინისტრების უმრავლესობა საკუთარ თანამდებობებზე

სომხეთის მთავრობაში მინისტრების უმრავლესობამ თანამდებობები შეინარჩუნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წარდგინებითა და პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის ბრძანებულებებით მინისტრები და ვიცე-პრემიერები დაინიშნენ. როგორც Armenpress იუწყება, ბრძანებულებები სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მინისტრების უმრავლესობა საკუთარ თანამდებობებზე ხელახლა დაინიშნა. მხითარ აირაპეტიანი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე აღარ დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ მხითარ აირაპეტიანს თავად აღარ სურდა მთავრობაში მუშაობის გაგრძელება.

შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრად დავით ტადევოსიანი დაინიშნა.

თანამდებობებზე ხელახლა დაინიშნენ: თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, გარემოს დაცვის მინისტრი ამბარცუმ მატევოსიანი, ჯანდაცვის მინისტრი ანაიტ ავანესიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, იუსტიციის მინისტრი სრბუი გალიანი, შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრი არსენ ტოროსიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი, ფინანსთა მინისტრი ვაჰე ჰოვანისიანი, ვიცე-პრემიერები მჰერ გრიგორიანი და ტიგრან ხაჩატრიანი.