თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში ტყის ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები უკვე მეორე დღეა გრძელდება.
ამის შესახებ TRT Haber იუწყება.
ხანძარი დილით ადრე უზიუმლუს რაიონში გაჩნდა. რთული, ციცაბო და კლდოვანი რელიეფის გამო, მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლს მძიმე პირობებში ებრძოდნენ.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია 26 სახანძრო ავტოცისტერნა, 9 წყალმზიდი, 5 სწრაფი რეაგირების ავტომობილი და 155 მეხანძრე-მაშველი. გათენების შემდეგ ოპერაციაში კვლავ ჩაერთნენ თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ძალების მონაწილეობით.