ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვის პორტ დამიეტაში აშშ-ის კუთვნილ გაზის ტანკერს დრონი მოხვდა.
როგორც სააგენტო Report უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-მა განაცხადა.
კომპანიის ინფორმაციით, დრონი მოხვდა ხომალდ Energos Winter-ს, რის შემდეგაც მასზე ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით ცეცხლი იქვე მდგომ გაზმზიდ Gaslog Salem-ზეც გავრცელდა.
პორტის მომსახურების კომპანია Inchcape-მაც დაადასტურა, რომ დამიეტის პორტში ორ გაზმზიდზე ხანძარი გაჩნდა.
წყაროების ინფორმაციით, ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად განხორციელდა, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა და დაშავებულები არ არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები ან ჯგუფი ამ დროისთვის უცნობია.