აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანის საბანკო სექტორის წმინდა მოგება 24%-ზე მეტით გაიზარდა

  • ივლისი 29, 2026
  • 0

2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში აზერბაიჯანის საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 716,3 მილიონი მანათი შეადგინა. როგორც სააგენტო Report იუწყება, აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით, ეს მაჩვენებელი 24,2%-ით მეტია გასული წლის

აზერბაიჯანის საბანკო სექტორის წმინდა მოგება 24%-ზე მეტით გაიზარდა

2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში აზერბაიჯანის საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 716,3 მილიონი მანათი შეადგინა.

როგორც სააგენტო Report იუწყება, აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით, ეს მაჩვენებელი 24,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

6 თვის განმავლობაში ბანკების საოპერაციო შემოსავალმა 3,744 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც 14,3%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით;

საოპერაციო ხარჯებმა 2,619 მილიარდი მანათი შეადგინა (+10,95%);

სპეციალურ რეზერვებში გადარიცხვებმა 237,3 მილიონი მანათი შეადგინა (+16,1%);

გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა 0,3 მილიონი მანათი შეადგინა

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით 171,1 მილიონი მანათი გადაიხადეს, რაც 27,6%-ით აღემატება გასული წლის იანვარ–ივნისის მაჩვენებელს.