აზერბაიჯანის აბშერონის რაიონის შაფაგის დასახლებაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ Report აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს „112“-ის ცხელ ხაზზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის ძალები.
ადგილზე ოპერატიული ვითარების შეფასებისას დადგინდა, რომ შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, 62 კვადრატული მეტრი საერთო ფართობის ოროთახიან ბინაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
აფეთქების შედეგად შენობა დაზიანდა, 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა, ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა.
შესაბამისი უწყებები მომხდარის ყველა გარემოებას ადგენენ.