აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ფაშინიანმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

  • ივლისი 27, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იუწყება, პრეზიდენტმა მაკრონმა კიდევ ერთხელ მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და მომავალ საქმიანობაში

ფაშინიანმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იუწყება, პრეზიდენტმა მაკრონმა კიდევ ერთხელ მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ლიდერებმა განიხილეს სომხეთ-საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები და დაადასტურეს ურთიერთმზადყოფნა, თანმიმდევრულად განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები და გააფართოონ თანამშრომლობა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ მაკრონს მადლობა გადაუხადა სომხეთში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის საფრანგეთის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერისთვის.

სომხეთის პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სომხეთის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავების პროცესი, ასევე რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.

ცალკე შეეხნენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის საკითხს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.