სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი აბრაჰამ ჰამადე მიიღო. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ის დინამიკურ ხასიათს ატარებს. ნიკოლ ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ურთიერთქმედების მდიდარი დღის წესრიგით თანმიმდევრულ მუშაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთ-აშშ-ის კავშირები მომავალშიც გაფართოვდება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში.
აბრაჰამ ჰამადემ ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა საპარლამენტო ფორმატშიც დიალოგის განვითარებას აუცილებლობაა. ის შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას და ამ საქმეში ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პირად როლსა და თანმიმდევრულობას. მხარეებმა აზრები გაცვალეს რეგიონულ პროცესებსა და TRIPP პროექტის განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.