ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის პარლამენტის კომიტეტმა TRIPP-ის შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

  • ოქტომბერი 21, 2026
  • 0

სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტთან (TRIPP) დაკავშირებით სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების

სომხეთის პარლამენტის კომიტეტმა TRIPP-ის შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტთან (TRIPP) დაკავშირებით სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე.

კომიტეტმა კანონპროექტს ოთხი ხმით დაუჭირა მხარი, ერთი წევრი კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტს პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.