ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

რუსეთის ფედერაციიდან სომხეთში ჭირის შემოტანის თავიდან აცილების მიზნით შექმნილმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა: ვითარება კონტროლს ექვემდებარება

  • ოქტომბერი 8, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკონსულტაციო კომისიამ პირველი სხდომა გამართა, რომელზეც განიხილეს რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქიდან სომხეთში ჭირის შემოტანისა და მისი გავრცელების პრევენციის საკითხი. „არმენპრესთან“ საუბრისას სომხეთის რესპუბლიკის

რუსეთის ფედერაციიდან სომხეთში ჭირის შემოტანის თავიდან აცილების მიზნით შექმნილმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა: ვითარება კონტროლს ექვემდებარება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკონსულტაციო კომისიამ პირველი სხდომა გამართა, რომელზეც განიხილეს რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქიდან სომხეთში ჭირის შემოტანისა და მისი გავრცელების პრევენციის საკითხი.

„არმენპრესთან“ საუბრისას სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა მარიამ ცატრიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება „როსპოტრებნადზორის“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლეგებთან.

„მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მიმდინარე განახლებების შესახებ ინფორმაცია სათანადო წესით გავრცელდება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ანტიეპიდემიური ღონისძიებები ხორციელდება. ჩვენ ვაგრძელებთ შემოსული ინფორმაციისა და მოვლენების განვითარების მონიტორინგს“, — აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა.