აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, რაც ირანულ მხარეს გაუჩნდება – სომხეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ შეეხო TRIPP-ის პროექტს

  • ივლისი 31, 2026
  • 0

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი პატარა სახელმწიფოა და, როგორც შუამავალს, არ შეუძლია ჰქონდეს ამბიციური გეგმა, რომ ირანი და შეერთებული შტატებყ შეარიგოს, რადგან დიდი ქვეყნების ურთიერთობების გარკვევაში

მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, რაც ირანულ მხარეს გაუჩნდება – სომხეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ შეეხო TRIPP-ის პროექტს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი პატარა სახელმწიფოა და, როგორც შუამავალს, არ შეუძლია ჰქონდეს ამბიციური გეგმა, რომ ირანი და შეერთებული შტატებყ შეარიგოს, რადგან დიდი ქვეყნების ურთიერთობების გარკვევაში ჩარევაზე ფიქრი, ფაშინიანის თქმით, არც ისე კარგი და სწორია. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებულ ირანული მხარის შეკითხვებზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ირანში ბოლო ვიზიტის დროს და მანამდეც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ სომხური მხარე ღიად და გამჭვირვალედ მოქმედებს.

„ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი ყველა კითხვას, რათა ყველა ეჭვი გაქრეს, რადგან TRIPP-ი არის ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს რეგიონს, მათ შორის სომხეთსა და ირანს. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად ასევე გაიხსნება სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სარკინიგზო მიმოსვლა ირანის, აზერბაიჯანის, ნახიჭევანის, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიით“, – განაცხადა ფაშინიანმა. მისი შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც გააქარწყლებს იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვით  TRIPP-ის პროექტის განხორციელება რეგიონის რომელიმე ქვეყანას მიღმა ტოვებს.

„პირიქით, ეს არის ინკლუზიური პროექტი და, რა თქმა უნდა, ამისთვის ხელისშემშლელი გარემოება შეიძლება იყოს რეგიონული არასტაბილურობა. იმედი მაქვს, რომ სტაბილურობა რაც შეიძლება სწრაფად დამყარდება, რათა შევძლოთ ყველა კონსტრუქციული პროექტის განხორციელება“, – განაცხადა ფაშინიანმა.