26 ივლისს აზერბაიჯანში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს.
ამის შესახებ Report-ს ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა აცნობეს.
ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი იქროლებს.
ჰაერის ტემპერატურა ღამით 23-26 გრადუსი იქნება, დღისით კი — 35-39, ზოგან 40 გრადუსამდე მოიმატებს. ატმოსფერული წნევა 752 მმ ვერცხლისწყლის სვეტს შეადგენს. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ღამით 70-75%, დღისით კი 40-50% იქნება.
აზერბაიჯანის რეგიონებში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში დღის განმავლობაში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ჭექა-ქუხილი და სეტყვა. მთიან რაიონებში ზოგან ნისლია მოსალოდნელი. ზოგჯერ გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი.
ჰაერის ტემპერატურა ღამით 22-27 გრადუსი იქნება, დღისით — 35-39, ზოგან 40-41 გრადუსამდე. მთაში ღამით მოსალოდნელია 15-20, დღისით კი — 25-30 გრადუსი სითბო.