აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შვეიცარიასა და ნიდერლანდებში ახალი ელჩები დანიშნა.
როგორც Report-ი იუწყება, სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.
განკარგულებების თანახმად, ვაგიფ ისმაილ ოღლუ სადიგოვი აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შვეიცარიის კონფედერაციაში, ხოლო ანარ ქეიქავუს ოღლუ აჯამოვი ნიდერლანდების სამეფოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნენ.
აღსანიშნავია, რომ ვაგიფ სადიგოვი მანამდე აზერბაიჯანის ელჩის თანამდებობას იკავებდა ბელგიაში, ლუქსემბურგსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტს ევროკავშირთან. აღნიშნული თანამდებობებიდან იგი 2026 წლის 10 აგვისტოს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულების საფუძველზე გაიწვიეს.