აშშ-ში სომხეთის ელჩი ნარეკ მკრტჩიანი თეთრი სახლის რელიგიია საკითხთა ოფისის ხელმძღვანელსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხნის სულიერ მრჩეველს, პაულა უაით-კეინს შეხვდა.
როგორც Armenpress-ი აშშ-ში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს რწმენისა და სულიერი ღირებულებების მნიშვნელობას და აღნიშნეს მათი როლი მშვიდობისა და სოლიდარობის განმტკიცებაში.
ელჩმა მადლობა გადაუხადა რწმენის საკითხთა ოფისსა და საელჩოს შორის დამყარებული თანამშრომლობისთვის, ასევე ქრისტიანული ინიციატივების მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე და განიხილეს სომხეთის რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.