აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

თურქეთში სტამბოლის რაიონის ხელმძღვანელი დააკავეს

  • ივლისი 30, 2026
  • 0

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სტამბოლის უსქუდარის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, სინემ დედეთაში დააკავეს, – ამის შესახებ თურქეთის მეგაპოლისის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს. სისხლის სამართლის საქმე დაკავშირებულია დედეთაშის სავარაუდო კორუფციულ საქმიანობასთან. გამოძიების ვერსიით,

თურქეთში სტამბოლის რაიონის ხელმძღვანელი დააკავეს

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სტამბოლის უსქუდარის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, სინემ დედეთაში დააკავეს, – ამის შესახებ თურქეთის მეგაპოლისის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს.

სისხლის სამართლის საქმე დაკავშირებულია დედეთაშის სავარაუდო კორუფციულ საქმიანობასთან. გამოძიების ვერსიით, ჩინოვნიკი ქრთამს იღებდა, ქონებას ითვისებდა და ასევე მონაწილეობდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში.

ჩხრეკა 11 მისამართზე ჩატარდა. დედეთაშთან ერთად კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

საერთო ჯამში, თურქეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ქვეყნის 81 რეგიონში ათობით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი დააკავეს.