ბიომრავალფეროვნების საკითხებზე ლიდერთა სამიტის ფარგლებში, რომელიც ერევანში მიმდინარეობს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება.
პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს მოწვევის მიღებისა და სამიტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების ინტენსიურ ხასიათს და აღნიშნა, რომ ეს სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობების თანმიმდევრული განვითარებისკენ ორივე მხარის სწრაფვაზე მიუთითებს.
მასუდ ფეზეშქიანმაც მადლობა გადაუხადა მოწვევისა და თბილი მიღებისთვის და სომხეთთან მრავალსექტორული კავშირების გაღრმავებისა და გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის მონაწილეებმა სომხეთ-ირანის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგთან და მიღწეული შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასევე გაიმართა მოსაზრებების გაცვლა ერთობლივი პროგრამების წინსვლის საკითხებზე.
ნიკოლ ფაშინიანმა და მასუდ ფეზეშქიანმა ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებიც განიხილეს.